მიხეილ სააკაშვილი

უკრაინის ცესკომ სააკაშვილის პარტია არჩევნებზე დაარეგისტრირა

მიხეილ სააკაშვილი

უკრაინული მედიის ინფორმაციით, უკრაინის ცესკომ მიხეილ სააკაშვილის პარტია ახალი ძალების მოძრაობა 21 ივლისის საპარლამენტო არჩევნებზე დაარეგისტრირა.

"ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ მიხეილ სააკაშვილის პარტიიდან ახალი ძალების მოძრაობა დაარეგისტრირა კანდიდატები როგორც ერთმანდატიან, ასევე ქვეყნის მრავალმანდატიან საარჩევნო ოლქებში. ასევე ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში დარეგისტრირდნენ ამ პარტიის წარმომადგენლები." - ვკითხულობთ განცხადებაში.

პარტიის რეგისტრაცია უკრაინის პროკურორის ყოფილმა მოადგილემ დავით საყვარელიძემ თავის Facebook გვერდზე დაადასტურა. 

23 ივნისს უკრაინის ცენტრალური საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილებით, უკრაინის საპარლამენტო არჩევნებზე მიხეილ სააკაშვილის პარტიიდან ახალი ძალების მოძრაობა კანდიდატები დარღვევების გამო არ დაარეგისტრირეს.

კომისიის ცნობით, სააკაშვილის პარტიის რიგგარაშე ყრილობა, რომელიც 10 ივნისს მოიწვიეს და სადაც საარჩევნო სიის კანდიდატები დაამტკიცეს "ამ პარტიის წესდების დარღვევით ჩატარდა". თუმცა, სააკაშვილის პარტიის წარმომადგენლებმა 25 ივნისს ცესკოს გადაწყვეტილება კიევის მეექვსე ადმინისტრაციულ სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრეს.

კომენტარები