თალიბანი

თალიბანის წევრებმა საარჩევნო კომისიის რვა თანამშრომელი მოკლეს

Mehrab Ibrahimi/Associated Press

29 ივნისს ავღანეთის სამხრეთ პროვინცია ქანდაჰარში თალიბანის წევრებმა საარჩევნო კომისიის რვა თანამშრომელი მოკლეს.

საარჩევნო კომისიის თანამშრომლები მთავრობის ოფისში ამომრჩეველთა დასარეგისტრირებლად იმყოფებოდნენ მაშინ, როდესაც თალიბანის წევრები მათ თავს დაესხნენ.

თავდასხმაზე პასუხისმგებლობა თალიბანმა აიღო. 

თალიბანის სპიკერის თქმით, მათ საარჩევნო კომისიის თანამშრომლებთან ერთად ავღანეთის 57 სამართალდამცავი მოკლეს და 11 დაატყვევეს, თუმცა ავღანეთის მთავრობის ინფორმაციით, თალიბანმა გადაჭარბებული რიცხვი დაასახელა.

პოლიციაში თვეს, რომ უსაფრთხოების ძალების რამდნიმე წარმომადგენელი დაშავდა, თუმცა სხვა დეტალებზე არ საუბრობენ. 

ერთერთი ავღანელი მაღალჩინოსნის თქმით, ამავე დღეს ფარაჰის დასავლეთ პროვინციაში თალიბანის წევრებმა 8 ავღანელი ჯარისკაცი მოკლეს. თავდასხმისას 8 ჯარისკაციც დაშავდა. ავღანეთის სამხედრო ძალებმა საჰაერო დარტყმები განახორციელა მათზე, რის შედეგადაც თალიბანის წევრები მოკლეს.

თალიბანისა და ავღანეთის სამხედრო ძალებს შორის დაპირისპირება გამწვავებულია მაშინაც კი, როცა თალიბანისა და აშშ-ის წარმომადგენლები კატარში მშვიდობის მოლაპარაკებებს მართავენ, რათა ავღანეთში 18 წლიანი ომი დასრულდეს. 

კომენტარები