პროპორციული არჩევნები

ბოკუჩავა: საკონსტიტუციო კომისიაში მონაწილეობას მივიღებთ, "ოცნების" შეხვედრაზე არ მივალთ

0 კომენტარი
ფოტო: რუსთავი 2

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა საკონსტიტუციო კომისიის მუშაობაში მონაწილეობას აპირებს, თუმცა, პარტიის წევრების განცხადებით, არ დაესწრებიან 1 ივლისის პრეზენტაციას, რომელსაც ქართული ოცნება მართავს.

"აუცილებლად მივიღებთ მონაწილეობას საკონსტიტუციო კომისიაში, ისევე როგორც საჯარო საყოველთაო განხილვებში, იმისთვის, რომ ეს მონაპოვარი გავაფორმოთ და შევძლოთ, რომ შემდეგმა არჩევნები ჩატარდეს პროპორციული სისტემით.

კომისიის შექმნამდე, სხვა ტიპის მოლაპარაკებებზე, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც მოლაპარაკების მომწვევი არის ქართული ოცნება და ეს არ არის საკონსტიტუციო კომისიის ფარგლებში შემდგარი მოლაპარაკება, ის პოლიტიკური გუნდი, რომელიც ამ დრომდე ხელს აფარებს გიორგი გახარიას, ბუნებრივია, ასეთი ტიპის მოლაპარაკებებზე, ასეთი ტიპის დიალოგზე ჩვენ არ ვაპირებთ," - ამბობს ენმ-ის დეპუტატი თინა ბოკუჩავა.

პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის პროცესი 1 ივლისიდან დაიწყება. ქართულმა ოცნებამ "პროპორციული არჩევნები 2020"-ის პრეზენტაციას სწორედ პირველ ივლისს გამართავს.მომდევნო დღეებში შეიქმნება საკონსტიტუციო კომისია, ასევე სხვა საპარლამენტო ფორმატები, რომლებიც ქვეყნის მთავარ დოკუმენტში შესაბამისი ჩანაწერზე იმუშავებს.

2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარების გადაწყვეტილების მიღება ქართულ ოცნებას პროტესტის ფონზე მოუწია. სწორედ პროპორციული არჩევნები იყო ერთერთი მთავარი მოთხოვნა საპროტესტო აქციებზე, რომელიც საქართველოს პარლამენტში რუსი დეპუტატის მისვლას მოჰყვა.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ირაკლი ტაბლიაშვილი

კომენტარები