ცნობილი ადამიანები

სოფი ტერნერისა და ჯო ჯონასის მეორე ქორწილი საფრანგეთში შედგა - ფოტოები

0 კომენტარი
ქორწილის წინა წვეულება.

სოფი ტერნერმა და ჯო ჯონასმა კიდევ ერთხელ იქორწინეს - ამჯერად ქორწილი საფრანგეთის ერთ-ერთ შატოში გადაიხადეს.

ქორწილში სოფი ტერნერს ტრადიციული თეთრი კაბა ეცვა.

მსგავსად ლას-ვეგასში გადახდილი ქორწილისა, წყვილმა მხოლოდ ოჯახის წევრები და უახლოესი მეგობრები დაპატიჟა. წვეულებას ესწრებოდა სოფი ტერნერის უახლოესი მეგობარი მეისი უილიამსიც [არია სტარკი], უცნობია იყვნენ თუ არა დაპატიჟებულები Game of Thrones-დან სხვა მსახიობები.

სოფი ტერნერმა და ჯო ჯონასმა პირველად ქორწილი 2019 წლის მაისში, ლას-ვეგასში გადაიხადეს.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ლაშა ბუღაძე

კომენტარები