დაკარგული ფეხბურთელი

შვეიცარიის ქალთა ნაკრების ფეხბურთელი ტბაში გაუჩინარდა

შვეიცარიის ქალთა ნაკრებისა და "იანგ ბოიზის“ ფეხბურთელი ფლორიანა ისმაილი კომოს ტბაში დაიკარგა. იტალიური მედიის ცნობით, შემთხვევა შაბათს მოხდა. ფეხბურთელი კომოს ტბაში ბანაობისას გაუჩინარდა.

მისი სამძებრო სამუშოები ამ დრომდე უშედეგოდ მიმდინარეობს. პოლიციამ ამასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა:

"პოლიცია აგრძელებს სამძებრო სამუშაობს და პოვნის იმედი არ დაგვიკარგავს. დაკარგულის ოჯახთან მუდმივ კონტაქტზე ვიმყოფებით და ინფორმაციას დაუყოვნებლივ მივაწვდით“, - აღნიშნულია განცხადებაში.

24 წლის ისმაილი შვეიცარიის ნაკრებში 2014 წლიდან თამაშობდა და 14 მატჩში 3 გოლის ჰქონდა გატანილი.

კომენტარები