LGBTQ უფლებები

პრინცი უილიამი: ჩემი შვილები ჰომოსექსუალები რომ იყვნენ, სრულად დავუჭერ მხარს

0 კომენტარი
ფოტო: BBC.co.uk

პრინცმა უილიამმა ჟურნალისტთან საუბრისას თქვა, რომ მისი შვილები რომ ჰომოსექსუალები იყვნენ, სრულად დაუჭერს მხარს.

ჟურნალისტმა მას კითხა, რას იზამდა იმ შემთხვევაში, თუ მისი ერთ-ერთი შვილი LGBT თემის წარმომადგენელი იქნებოდა.

"გულწრფელი რომ ვიყო, ამაზე ფიქრი მას შემდეგ დავიწყე, რაც შვილები მეყოლა. მე ამ თემაზე ვღელავ, არა კონკრეტულად იმაზე რომ ის გეი იქნება, უფრო მეტად იმ წნეხზე ვღელავ რაც მას ექნება და იმაზე, რომ ერთ დღეს მოუწევს გაუსწოროს რეალობას თვალი როგორი ძნელი შეიძლება იყოს მისი ცხოვრება. მშობლის გადმოსახედიდან ვისურვებდი ვცხოვრობდეთ ისეთ სამყაროში, სადაც ეს ძალიან ნორმალური იქნებოდა, მაგრამ ჩემი ოჯახისა და იმ პოზიციის გათვალისწინებით რაშიც ვართ, მე ამაზე ვნერვიულობ. მე ბოლომდე მხარს დავუჭერ შვილების ნებისმიერ გადაწყვეტილებას, მაგრამ მე მაღელვებს რამდენი ბარიერი, სიძულვილით სავსე სიტყვა და დისკრიმინაცია შეიძლება შეხვდეთ მათ", - თქვა პრინცმა უილიამმა.

პრინც უილიამსსა და ქეით მიდლტონს სამი შვილი ჰყავთ.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

თინათინ წულაძე

კომენტარები