ამინდის პროგნოზი

2 ივლისიდან ქარი ჩადგება და ჰაერის ტემპერატურა 33 გრადუსამდე მოიმატებს

INFO POSTALIONI

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 1 ივლისს საქართველოს ზოგიერთ რაიონში შენარჩუნდება ხანმოკლე წვიმა და ელჭექი. იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოს დაბლობსა და ბარში +21,+26 გრადუსია მოსალოდნელი. 2 ივლისადან გამოიდარებს, ქარი ჩადგება და +28, +33 გრადუსამდე დათბება.

თბილისში სინოპტიკოსები 5 ივლისამდე უნალექო ამინდს პროგნოზირებენ. 1 ივლისს დროგამოშვებით იქროლებს ჩრდილო-დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. ჰაერის ტემპერატურა 1 ივლისს +25 გრადუსი იქნება, ხოლო 2 ივლისიდან +31, +33 გრადუსამდე მოიმატებს.

კომენტარები