სერგეი გავრილოვი

გავრილოვი საქართველოს: ისწავლეთ კადიროვისგან

0 კომენტარი
ფოტო: Vestnik Kavkaza

რუსმა კომუნისტმა დეპუტატმა სერგეი გავრილოვიმა RTVI-სთან ინტერვიუში საქართველოზე საუბრისას, ჩეჩნეთი ახსენა და თქვა, რომ კადიროვისგან გაკვეთილი იყო სასწავლი.

"არც ისე დიდი ხნის წინ ჩვენ ოფიციალური ვიზიტით ჩეჩნეთის რესპუბლიკაში ვიმყოფებოდით. იქ ნამდვილად აბსოლუტური უსაფრთხოებაა, არა მოჩვენებითი, ზომიერი სტუმართმოყვარეობა. სამუშაოდ ყველა პირობა არის შექმნილი. გაისეირნეთ ქალაქში თუნდაც ერთი დღით. ისწავლეთ! შეხედეთ, რა მდგომარეობაში იყო ჩეჩნეთი ომის შემდეგ, ახლა კი არსებით პროგრესს ვხედავთ. მე არ მინდა ვთქვა, რომ კადიროვისგან გაკვეთილი უნდა აიღოთ, თუმცა არის რაღაც სასწავლი." - განაცხადა რუსმა კომუნისტმა გავრილოვმა.

რუსთაველის გამზირზე პროტესტი 20 ივნისს დაიწყო, მას შემდეგ, რაც საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების დამოუკიდებლობის ამღიარებელი რუსი დეპუტატი სერგეი გავრილოვი პარლამენტის თავმჯდომარის სკამზე დაჯდა. აქციის მონაწილეები თავდაპირველად ირაკლი კობახიძის პარლამენტის თავმჯდომარეობიდან გადაყენებასა და დეპუტატ ზაქარია ქუცნაშვილის მხრიდან მანდატის დატოვებას ითხოვდნენ. თუმცა, გვიან ღამით შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური დანიშნულების რაზმმა აქციის დარბევა გაუფრთხილებლად, მოულოდნელად დაიწყო. აქციის მონაწილეების დასარბევად სპეცრაზმმა ჯერ რეზინის ტყვიები და ცრემლსადენი გაზი გამოიყენა, შემდეგ კი აქცია წყლის ჭავლების გამოყენებით საბოლოოდ დაშალა. რეზინის ტყვიების დამიზნებით სროლის შედეგად ცალი თვალი დაკარგა ორმა ახალგაზრდამ, ხოლო ერთი ადამიანი ამ წუთამდე მართვით აპარატზეა და მისი მდგომარეობა მძიმეა. დარბევის დროს დაშავდა 100-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე და დააკავეს 300-ზე მეტი ადამიანი.

უკვე თერთმეტი დღეა, რაც რუსთაველის გამზირზე პარლამენტის წინ ათასობით ადამიანი აქციას მართავს. მომიტინგეთა 3-პუნქტიანი მოთხოვნებიდან ორი შესრულებულია - 2020 წელს საპარლამენტო არჩევნების პროპორციული წესით ჩატარების დაპირება მიიღეს და "გავრილოვის ღამეს" დაკავებული ადამიანები მე-7 დღეს გაათავისუფლეს. დანარჩენი ერთი მოთხოვნა - გადადგეს შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია კვლავ უცვლელია. 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ლაშა ბუღაძე

კომენტარები