ევროპული საქართველო

ევროპულმა საქართველომ გახარიას პოლიტიკურ პასუხისმგებლობაზე დადგენილების პროექტი მოამზადა

შსს

ევროპულმა საქართველომ მოამზადა დადგენილება, რომლის მიხედვითაც 20 ივნისს პარლამენტის წინ მიმდინარე აქციის ძალადობრივად დაშლაზე პოლიტიკური პასუხისმგებლობა შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიას ეკისრება. 

პროექტის მიხედვით, 20 ივნისის ე.წ გავრილოვის ღამეს შინაგან საქმეთა სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებული დანაყოფების მხრიდან მიტინგის დარბევის, მოქალაქეთა დასახიჩრების გამო უნდა დადგეს ამ უწყების ხელმძღვანელის პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხი და მან თანამდებობა უნდა დატოვოს. 

აღნიშნული დადგენილება პარლამენტმა უნდა მიიღოს, რომლის წინაშეც შს მინისტრი, როგორც მთავრობის წევრი ანგარიშვალდებულია.

დადგენილების პროექტს დღეს პარტია პარლამენტის ბიუროს სხდომაზე წარადგენს.

"ქართული ოცნების წარმომადგენლთა კეთილგონიერების იმედი ჩვენ არ გვაქვს, მაგრამ მიუხედავად ამისა, ჩვენ ვსვამთ იმ საკითხს, რომელსაც სამართლიანად მიიჩნევს ჩვენი საზოგადოებაც და ჩვენი პარტიაც," - ამბობს დეპუტატი ოთარ კახიძე ტაბულასთან საუბრისას. 

კომენტარები