მოშიმშილეები პარლამენტის წინ

პარლამენტის წინ მოშიმშილე გიგა ლემონჯავა საავადმყოფოში გადაიყვანეს

პარლამენტის წინ შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიას გადადგომის მოთხოვნით მოშიმშილე ერთერთი ახალგაზრდა, გიგა ლემონჯავა საავადმყოფოში გადაიყვანეს. 

ინფორმაცია ამის შესახებ ტაბულს თბილისის სასწრაფო დახმარების ცენტრში დაუდასტურეს. მათი ინფორმაციით, ის "ამტელ ჰოსპიტალში" გადაიყვანეს.

გიგა ლემონჯავამ 4 ადამიანთან ერთად პარლამენტის წინ შიმშილობა 8 დღის წინ დაიწყო. მოშიმშილეები გახარიას გადადგომას ითხოვენ, რადგან 20 ივნისს პარლამენტის წინ გამართული მშვიდობიანი, ანტირუსული აქცია სპეცრაზმმა რეზინის ტყვიებით, გაზითა და წყლის ჭავლებით დაარბია. 

კომენტარები