Game of thrones

ავსტრალიაში ბუზის ახალ სახეობას NIGHT KING დაარქვეს

ავსტრალიაში ბუზის ახალ სახეობას სატახტოთა თამაშების ბოროტმოქმედის, ღამის მეფის საპატივსაცემოდ Paramonovius nightking-ი დაარქვეს. 

ეს ბუზი მხოლოდ ზამთარში ცოცხლობს, აქვს გვირგვინის ფორმის ეკლები და მკვლევრების თანახმად, სხვა მწერებს "ზომბებად" აქცევს. 

ის დაახლოებით 1 სანტიმეტრის სიგრძისაა და ზამთრის განმავლობაში დასავლეთ ავსტრალიის მცირე ტერიტორიაზე გვხვდება.  

Paramonovius nightking თავდაპირველად 2012 წელს აღმოაჩინეს. თუმცა,  მხოლოდ წლების შემდეგ ავსტრალიის მეცნიერების და ინდუსტრიული კვლევის ორგანიზაციის სტუდენტმა შუანკუნ ლიმ დაადასტურა, რომ ის ახალი სახეობა იყო.

ორგანიზაციის ენტემოლოგი, დოქტორ ბრაიან ლესარდი ამბობს, რომ გადაწყვეტილება სახეობისთვის HBO-ს ლეგენდარული ტელესერიალის ბოროტმოქმედის სახელი დაერქვათ მარტივად მიღეს. 

"შუანკუნი სატახტოთა თამაშების დიდი ფანია და უნდოდა, რომ მადლობა გადაეხადა იმ სასიამოვნო საათებისთვის, რომელიც სერიალის ყურებისას გაატარა"- უთხრა მან BBC-ს. 

"ბუზს აქვს ბევრი მსგავსება სატახტოთა თამაშების პერსონაჟთან; ორივე მათგანი გვხვდება მხოლოდ ზამთარში და თავზე აქვთ ეკლიანი გვირგვინი. მდედრი ბუზები კვერცხს დებენ სხვა მწერებზე, რომლებიც იჩეკებიან და ჭამენ იმ მწერს შიგნიდან და აქცევენ მათ მოსიარულე "ზომბებად", როგორც ნამდვილი ღამის მეფე." 

"თუ რაღაც მოხდა სამეცნიერო ფანტასტიკურ ან ფენტეზი შოუში, დიდია შანსი, რომ ეს პირველად ბუნებამ გააკეთა"- ამატებს ის. 

Paramonovius nightking-ი მიეკუთვნება ბუზების ჯგუფს, რომელიც ფუტკრებს ჰგვანან. მეცნიერების ფიქრობენ, რომ ესაა ადაპტაცია, რომლის გამოყენებითაც ისინი თავს არიდებენ ფრინველებს, რომლებმაც იციან, რომ ფუტკრები ნესტრავს. 

კომენტარები