სირცხვილია 12.0 - გახარიას გადადგომის მოთხოვნით პარლამენტთან აქცია განახლდა

აქცია - სირცხვილია
აქცია - სირცხვილია

საქართველოს პარლამენტის შენობასთან მოქალაქეები მეთორმეტედ იკრიბებიან, იმისთვის, რომ შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი გახარიას გადაყენებას მიაღწიონ.

პროტესტის მონაწილეებმა სამი მოთხოვნიდან ორი უკვე შესრულდა: მმართველმა გუნდმა პროპორციული წესით არჩევნების 2020 წელს ჩატარებაზე თანხმობა განაცხადა და გაათავისუფლა დარბევისას დაკავებული ყველა პირი.

პროტესტის შედეგად ასევე გადადგა პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე.

 

 

კომენტარები