ამერიკის კინოაკადემია

ქართველი ოპერატორი გიორგი შველიძე ამერიკის კინოაკადემიის წევრად აირჩიეს

გიორგი შველიძე

ქართველი კინოოპერატორი, გიორგი შველიძე ამერიკის კინოაკადემიის წევრად აირჩიეს.

2019 წელს, ამერიკის კინოაკადემიამ 50 ქვეყნიდან 842 ადამიანი მიიწვია წევრად, სწორედ მათ შორის მოხვდა გიორგი შველიძეც. ქართველი კინოოპერატორთან ერთად კინოაკადემიის წევრებად საკმაოდ ცნობილ ადამიანები არიან მიწვეულები, მათ შორის არიან ლედი გაგა, ჯემა ჩანი, ადელი და ა.შ.

გიორგი შველიძე ქართულ ფილმის "ნამეს" ოპერატორი იყო, რისთვისაც მას ამერიკის კინოოპერატორთა საზოგადოების ჯილდოც აქვს მიღებული.

ამერიკის კინოაკადემია ყოველწლიურად ირჩევს წევრებს, რათა უფრო მეტად გლობალური და მრავალფეროვანი გახდეს. 2018 წელს, კინოაკადემიამ ყველაზე მეტი, 928 ახალი წევრი აირჩია.

კომენტარები