საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი

საზოგადოებრივი მაუწყებელი დრონებს ყიდულობს

flickr.com

საქართველოს საზოგადოებრივ მაუწყებელს დრონების შეძენა სურს.

შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 32598 ლარია.

ელექტრონული ტენდერი დღეს, 2 ივლისს გამოცხადდა და დაინტერესებულს პირებს წინადადებების შეთავაზება 13-დან 15 ივლისამდე შეუძლიათ.

ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ საზოგადოებრივ მაუწყებელს უპილოტო საფრენი აპარატები (კოპტერი), იგივე დრონები და მისი სათადარიგო ნაწილები ხელშეკრულების გაფორმებიდან 35 დღის განმავლობაში უნდა მიაწოდოს.

ფოტო: სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო

კომენტარები