ადამიანები და ცხოველები

არქტიკულმა მელამ ნორვეგიიდან კანადამდე მისასვლელად 3500 კილომეტრი დაფარა

0 კომენტარი
არქტიკული მელა

არქტიკულმა მელამ, ნორვეგიიდან კანადამდე 3500 კილომეტრზე მეტი მხოლოდ 76 დღეში გაიარა. ცხოველს, რომელიც ასევე ცნობილია როგორც სანაპიროს ან ცისფერი მელა, 2017 წლის ივლისში მიამაგრეს GPS საყელური, რომელიც მისი მოძრაობის ტრაექტორიას აჩვენებდა. მელამ დატოვა სპიტსბერგენი, ნორვეგიის სვალბარდის არქიპელაგი 2018 წლის 26 მარტს. 21 დღის და 1512 კილომეტრის სიგრძის ყინულზე გავლის შემდეგ ის 2018 წლის 16 აპრილს გრენლანდიაში აღმოჩნდა. მისი "მოგზაურობა" გაგრძელდა კანადის ელესმერის კუნძულამდე, სადაც ის 1 ივლისს მივიდა. 

"თავიდან არ დავიჯერეთ, რომ ეს მართალი იყო" ამბობს მკვლევარი ევა ფუგლეი, რომელმაც მდედრ მელას სპეციალური საყელური მიამაგრა. 

ნორვეგიის პოლარული ინსტიტუტის სტატიაში, რომელსაც ეწოდება "ერთი მდედრის გრძელი გარბენი ზღვის ყინულზე" წერია, რომ არქტიკული მელას მოგზაურობა ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ხანგრძლივი იყო. ის იმდენად დიდი იყო, მკვლევრები ფიქრობდნენ, რომ მელიის საყელური მოხსნეს და გემზე აიტანეს.

"მაგრამ არცერთი გემი არაა, რომელიც ყინულებში ასე მაღლა აღწევს. ასე რომ, მოგვიწია შეგუება იმასთან, რაც მელამ გააკეთა" - ამბობს ფუგლეი. 

საყელური გადასცემდა მონაცემებს დღის განმავლობაში სამი საათის პერიოდში. ზღვის ყინულის და მყინვარების გასწვრივ მოძრაობისას, მელას სიჩქარე დღეში 46.3 კილომეტრი იყო. მან ერთ დღეს 155 კილომეტრი დაფარა, მაშინ როცა ჩრდილოეთ გრენლადიის ყინულოვან ფურცელზე იმყოფებოდა. მკვლევრები ფიქრობენ, რომ დიდი მანძილის დაფარვა შესაძლოა ნიშნავდეს, რომ მელამ ყინული გამოყენა როგორც "სატრანსპორტო საშუალება".

"ზღვის ყინული მნიშვნელოვან როლს თამაშობს მთის მელიების მიგრაციაში, სხვა პოპულაციებთან შეხვედრასა და საკვების მოპოვებაში"- ამბობს ფუგლეი და ამატებს, რომ ეს იყო პირველი შემთხვევა, როცა მათ დეტალურად აღწერეს კონტინენტებს და არქტიკის ეკოსისტემებს შორის სახეობის მიგრაცია. 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ძალადობრივი აქციის მონაწილემ ტაბულას ჟურნალისტს დაარტყა და მობილური გააგდებინა

კომენტარები