ჩოგბურთი

ნიკოლოზ ბასილაშვილმა უიმბლდონზე ასპარეზობა გამარჯვებით დაიწყო

ნიკოლოზ ბასილაშვილი
Facebook/Nikoloz Basilashvili

საქართველოს პირველმა ჩოგანმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა უიმბლდონის ტურნირზე პირველი მატჩი ჩაატარა. ის პირველ წრეში ბრიტანელ ჯეიმს უორდის დაუპირისპირდა.

ქართველ და ბრიტანელ ჩოგბურთელებს შორის მატჩი სამსაათნახევარი გაგრძელდა. ბასილაშვილმა ხუთ სეტში, ანგარიშით 2:6; 4:6; 6:4; 6:4; 8:6 მოიგო.

მომდევნო წრეში, ქართველი ჩოგბურთელი კიდევ ერთ ბრიტანელს - დანიელ ევანსს დაუპირისპირდება.

კომენტარები