ავტოავარია

შეკვეთილში მიკროავტობუსი გადაბრუნდა, დაშავებულია რამდენიმე ადამიანი

შეკვეთილში სამგზავრო მიკროავტობუსი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და გადაბრუნდა. როგორც ტაბულას შსს-ში უთხრეს დაშავებულია რამდენიმე ადამიანი. შემთხვევა გუშინ მოხდა. დაშავებულები საავადმყოფოში არაინ გადაყვანილები.

დაშავებულთა შორის არის 14 სამხედრო მოსამსახურე, რომლებიც სამოქალაქო ტრანსპორტით გადაადგილდებოდნენ. მათ სხეულის სხვადასხვა სახის დაზიანება მიიღეს. დაშავებული სამხედრო მოსამსახურეები სამედიცინო დაწესებულებებში დაუყოვნებლივ გადაიყვანეს, სადაც მათ სამედიცინო გამოკვლევები ჩაუტარდათ და ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებიან. 3 მათგანი საავადმყოფოდან უკვე გაეწერა. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით ყველა სამხედროს მდგომარეობა ამ დროისთვის დამაკმაყოფილებელია და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისმობს, რამაც რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია. ისჯება ჯარიმით ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე

კომენტარები