რუსი ოლიგარქი

რუსი ოლიგარქის გრანდიოზული დაბადების დღე რესტორან „ფუნიკულიორში“ და მისი სტუმრები

რუსი ოლიგარქის გრანდიოზული დაბადების დღე რესტორან „ფუნიკულიორში“ და მისი სტუმრები. ტაბულას წყაროს ინფორმაციით, დაბადების დღის მასპინძელი ბიზნესმენი ვანო ჩხარტიშვილი იყო.

შალვა ჩიგირისნკის 90-იანი წლებიდან 2010 წლამდე მჭიდრო ურთიერთობა ჰქონდა როგორც რუსეთის ფედერაციის ხელისუფლებასთან, ისე კრიმინალურ ავტორიტეტებთან რუსეთში, მათ შორის ჯემალ ხაჩიძესთან, იგივე ჯემალ სურამსკი.

რუსული მედია აქტიურად წერდა, რომ მას 2010 წლამდე კრედიტორებისგან აღებული ვალებისგან თავის დასაღწევად მოსკოვის მერი იური ლუჟკოვი მფარველობდა, მისი თანამდებობიდან წასვლის შემდეგ კი ჩიგირინსკი ამერიკაში წავიდა საცხოვრებლად.

წყაროს ინფორმაციით წვეულებას ასევე ესწრებოდა კრემლთან დაახლოებული რუსი ბიზნესმენი შალვა ბრეუსი რომელიც 2010 წლის ავსტრიის კრიმინალური პოლიციის ანგარიშში ფიგურირებს როგორც ქართულ ორგანიზებულ დანაშაულთან დაკავშირებული ფიგურა.

ჩიგირინსკის დაბადების დღეზე წერს რუსული მედიაც.

 

კომენტარები