სირცხვილია 13.0

პარლამენტთან აქცია განახლდა, ხუთშაბათს კონცერტი, ხოლო შაბათს მსვლელობა იგეგმება

შოთა დიღმელაშვილი
ტაბულა

საქართველოს პარლამენტის შენობასთან მოქალაქეები ზედიზედ მეცამეტე დღეა იკრიბებიან, იმისთვის, რომ შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი გახარიას გადაყენებას მიაღწიონ.

აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა და წამყვანმა, შოთა დიღმელაშვილმა თქვა, რომ ხუთშაბათს გრანდიოზული კონცერტი იგეგმება, ხოლო შაბათს მსვლელობა.

პროტესტის მონაწილეებმა სამი მოთხოვნიდან ორი უკვე შესრულდა: მმართველმა გუნდმა პროპორციული წესით არჩევნების 2020 წელს ჩატარებაზე თანხმობა განაცხადა და გაათავისუფლა დარბევისას დაკავებული ყველა პირი.

პროტესტის შედეგად ასევე გადადგა პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე.

კომენტარები