ევროკავშირი

ევროპელი ლიდერები ევროკავშირის წამყვან პოზიციებზე წარსადგენ კანდიდატებზე შეთანხმდნენ

შარლ მიშელი
DW

ევროკავშირის ლიდერები ევროკავშირის მთავარი ინსტიტუტების წამყვანი პოზიციების დასაკავებლად კანდიდატებზე შეთანხმდნენ. იმ შემთხვევაში, თუ ამ კანდიდატებს ევროპარლამენტი დაამტკიცებს, ისინი 5 წლით დაინიშნებიან.

ევროპული ცენტრალური ბანკის პრეზიდენტის პოსტზე ფრანგი კრისტინ ლაგარდის კანდიდატურაა წამოყენებული, რომელიც ევროპის ცენტრალურ ბანკს ხელმძღვანელობდა.

ევროკომისიის პრეზიდენტის პოსტზე გერმანელი ურსულა ფონ დერ ლიაიენია წარდგენილი, რომელიც გერმანიის თავდაცვის მინისტრის პოსტს იკავებდა.

ევროსაბჭოს პრეზიდენტის პოსტზე დონალდ ტუსკის შემცვლელად ბელგიის პრემიერმინისტრი შარლ მიშელი დასახელდა.

ევროპული პარლამენტის პრეზიდენტები მერკელის მოკავშირე მანფრედ ვებერი და ბულგარეთის ყოფილი პრემიერმინისტრი სერგეი სტანიშევი იქნებიან.

ევროკავშირის საგარეო პოლიტიკას კი ესპანეთის მოქმედი საგარეო საქმეთა მინისტრი ჯოზეფ ბორელი უხელმძღვანელებს.

ევროკომისიის ვიცეპრეზიდენტების პოსტებზე დანიელი მარგარეტ ვესტაგერი, ჰოლანდიელი ფრანს ტიმერმანსი და სლოვაკი მაროს სეფროვიჩი არიან წარდგენილი.

რაც შეეხება ევროპარლამენტის პრეზიდენტს, ამ საკითხს პარლამენტარები ოთხშაბათს განიხილავენ.

კომენტარები