პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე "სირცხვილია 13.0" პერფორმანსი ჩაატარეს.
აქციაზე მანეკენი მიიტანეს, რომელიც, მათი თქმით საქართველოს მთავრობის სიმბოლოა - მუმია საქართველოს ხელისუფლების სიმბოლოა, ოქროსფერი კვარცხლბეკი ბიძინა ივანიშვილის ფულის სიმბოლო, ხოლო შარავანდედის მსგავს სამიზნეში პუტინია გამოსახული. მანეკენს 20 ივნისის აქციის სისხლიანი დარბევის სიმბოლოდ წითელი საღებავი წაუსვეს.
პერფორმანსის ავტორი გიორგი ყოლბაიაა.