ღვინის ექსპორტი

ღვინის სააგენტო: ბოლო 6 თვეში აშშ-ის, ჩინეთის და პოლონეთის ბაზრებზე ექსპორტი გაიზარდა

ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 2019 წლის პირველ ნახევარში, ექსპორტირებული ღვინის რაოდენობა 6%-ით, ხოლო ღირებულება 9%-ით გაიზარდა. იანვარ-ივნისის პერიოდში საქართველოდან მსოფლიოს 44 ქვეყანაში 40,5 მლნ-მდე ბოთლი (0,75 ლ) ღვინოა ექსპორტირებული, რაც 2018 წლის ამავე მაჩვენებელს 6%-ით აღემატება. ექსპორტირებული ღვინის ღირებულება 98 მლ ნაშშ დოლარს აჭარბებს, რაც 2018 წლის ანალოგიურ მონაცემზე 9%-ით მეტია.

ექსპორტი გაიზარდა ქართული ღვინის სტრატეგიულ ბაზრებზე: აშშ - 88% (354 874 ბოთლი), ჩინეთი - 19% (3 554 127) და პოლონეთი - 16% ( 1 821 802). ზრდა აღსანიშნავია ასევე შემდეგ ქვეყნებში: საფრანგეთი - 120% (55 908), ლიეტუვა - 68% (315 306), მონღოლეთი - 68% (146 892), ბელარუსი - 32% (889 002), ისრაელი - 20%  (131 184), კანადა - 12% (83 220), გერმანია - 11% (317 771), ესტონეთი - 11% (326 966), რუსეთი - 6%, (25 582 447) და ა.შ.

ექსპორტიორი ქვეყნების ხუთეულია: რუსეთი (25 582 447), უკრაინა (3 752 488), ჩინეთი (3 554 127), პოლონეთი (1 821 802) და ყაზახეთი (1 656 318).

ყველაზე დიდი რაოდენობით ექსპორტირებულია "ქინძმარაული“ – 7 304 286 ბოთლი, “მუკუზანი“ – 2 328 699, "წინანდალი“ - 1 829 563, ახაშენი - 750 244, ხვანჭკარა – 480 890 და ა.შ.

6 თვის მონაცემებით, სხვადასხვა მოცულობის ღვინო მსოფლიოს სხვა ქვეყნებში 229-მა კომპანიამ გაიტანა.

კომენტარები