ვიდეოჯარიმები

ვიდეოჯარიმის გადახდას შსს-ს საიტზე შეძლებთ, ჯარიმების კაბინეტს გადახდის ფუნქცია დაემატა

0 კომენტარი

მძღოლები ვიდეოჯარიმის გადახდას შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე შეძლებენ. შსს-ს ვებგვერდს - POLICE.GE დაემატა ვიდეოჯარიმების ონლაინ გადახდის ფუნქცია.

"ამიერიდან, მძღოლები ვიდეოჯარიმის გადახდას უკვე სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზეც შეძლებენ, ერთი პლატფორმის პრინციპით.

კერძოდ, სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე - police.ge, ე.წ.. ჯარიმების კაბინეტს დაემატა ჯარიმის გადახდის ფუნქცია. ეს ფუნქცია მოქალაქეებს საშუალებას აძლევს, ერთ ვებგვერდზე ნახონ ვიდეოჯარიმის სტატუსი და მისი არსებობის შემთხვევაში, ამავე გვერდზე, ყველაზე დაბალი საკომისიო გადასახადით - 1%, შეძლონ საჯარიმო ქვითრის გადახდა" - აცხადებს შსს.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ბიზნესმენების გატაცებისა და ფულის გამოძალვისთვის 4 ახალგაზრდა კაცი დააკავეს (ვიდეო)

კომენტარები