რაგბი

თვალზე ხელის აფარების გამო, რუსულმა კლუბმა ქართველ მორაგბეებს კონტრაქტები გაუწყვიტა

რუსეთის ჩემპიონატში მოასპარეზე "სლავამ" რეზი ბროძელს და საბა ილურიძეს კონტრაქტი გაუწყვიტა. ამის შესახებ ცნობას Rugby Tv ავრცელებს.

მიზეზი ქართველი მორაგბეების მხრიდან ლელოს აღნიშვნა გახდა. ლელოს დადების შემდეგ, ბროძელი და ილურიძე თვალზე ხელის აფარებით საქართველოში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურნენ და ქართველ ხალხს მხარდაჭერა გამოუცხადეს.

"ჩათვალეს, რომ პოლიტიკური საქციელი იყო და რუსეთზე მქონდა გართულება. ამ ჟესტით, ჩემს ხალხს გამოვუცხადე მხარდაჭერა და არა პოლიტიკოსებს", - განაცხადა რეზი ბროძელმა.

ამჟამად, ორივე მორაგბე თავისუფალი აგენტია.

კომენტარები