სურსათის უვნებლობა

სურსათის ეროვნული სააგენტო: ბაღჩეულ-ბოსტნეულში ნიტრატების შემცველობა ნორმას არ აღემატება

სურსათის ეროვნული სააგენტო

სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, უწყების ინსპექტორები ბაღჩეულ და ბოსტნეულ კულტურებში ნიტრატების ნორმის განსაზღვრის მიზნით ნიმუშებს იღებენ. სეს-ში ამბობენ, რომ არსებული მონაცემებით, ნიტრატების შემცველობა ნორმას არ აღემატება.

უწყების ცნობითვე, საბითუმო, მსხვილი და მცირე სარეალიზაციო ობიექტებიდან მთელი ქვეყნის მასშტაბით უკვე აღებული და აკრედიტებულ ლაბორატორიაში გამოკვლეულია 80-მდე ნიმუში, მათ შორის, სეზონურობის ფაქტორის გათვალისწინებით - საზამთროსა და ნესვის ნიმუშები.

სურსათის ეროვნული სააგენტოში აღნიშნავენ, რომ აგრძელებენ სარეალიზაციო ბაზრის კონტროლს და შედეგების შესახებ საზოგადოების ინფორმირებას. ნიტრატების განსაზღვრის მიზნით წლის ბოლომდე 200-მდე ნიმუშის აღებაა დაგეგმილი.

კომენტარები