ტურიზმი

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია: ტყუილია, თითქოს რუს ტურისტებზე რამე სახის თავდასხმა მოხდა

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს საქართველოში რუსეთიდან ჩამოსულ ტურისტებზე რაიმე სახის თავდასხმა მოხდა.

"ერთ-ერთ რუსულ ონლაინ-გამოცემაში გავრცელდა არასწორი ინფორმაცია, რომელსაც თან ერთვის 2014 წლის ვიდეო-კადრები, სადაც არ ფიქსირდება არანაირი ფიზიკური აგრესია.    

შექმნილი ვითარების ფონზე მიუღებელია მსგავსი ინფორმაციის გავრცელება. კიდევ ერთხელ განვმარტავთ, რომ საქართველოში რუსეთიდან ჩამოსულ ტურისტებზე თავდასხმის ერთი შემთხვევაც არ დაფიქსირებულა. საქართველო არის ქვეყანა, სადაც საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად, უმაღლეს დონეზე უზრუნველყოფილია მოქალაქეთა და უცხოელ ტურისტთა უსაფრთხოება" - აცხადებს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია და მოუწოდებს მედიას, არ გაავრცელოს ცრუ ინფორმაცია, "რომელიც აზიანებს საქართველოს როგორც მშვიდობიანი, უსაფრთხო, ტოლერანტული და სტუმართმოყვარე ქვეყნის იმიჯს".

კომენტარები