რუსეთი

სანქტ-პეტერბურგის სტადიონზე ჩიტების დასაფრთხობად "მომაკვდავი ჩიტის" ხმის ჩანაწერია ჩართული

Andrew Shiva / Wikipedia / MT

რუსეთში სანქტ-პეტერბურგის გაზპრომის სტადიონზე ფრინველების დასაფრთხობად "მომაკვდავი ფრინველების" ხმის აუდიო ჩანაწერი არის ჩართული. ადგილობრივი მედიის აღწერით ხმა "აუდიოწამებაა".

სტადიონთან მცხოვრებმა არაერთმა პირმა მიმართა პოლიციას მას შემდეგ, რაც გასულ კვირას აუდიო სისტემა ჩართეს.

[video:https://www.youtube.com/watch?time_continue=27&v=aGjHuAg0m1I]

"ბავშვებს ან არ ეძინებათ ან თუ ეძინებათ ხმა აღვიძებთ. რატომ იტანჯებიან ეს ფრინველები?" - იკითხა სტადიონთან მცხოვრებმა ერთერთმა პირმა.

მეზობელთა ჩივილის შემდეგ სტადიონის წარმომადგენლებმა თქვეს, რომ ჩიტების დამაფრთხობელს ხმა ჩაუწიეს, თუმცა სტადიონთან მცხოვრები პირები ამბობენ, რომ ხმაური შუაღამითაც გრძელდება და ხმის ჩამხშობ ფანჯრებშიც აღწევს.

სტადიონის წარმომადგენლები არ ამბობენ აღნიშნული ხმის ჩაწერის დროს დაშავდა თუ არა რომელიმე ჩიტი.

კომენტარები