მთასვლელები

ქართველებმა მსოფლიოს ერთერთი უმაღლესი მწვერვალი ნანგა-პარბატი დალაშქრეს

საქართველოს მთამსვლელთა გაერთიანებული ფედერაცია

საქართველოს მთასვლელთა გაერთიანებული ფედერაციის ინფორმაციით, არჩილ ბადრიაშვილი და გიორგი ტეფნაძე პირველი ქართველი მთასვლელები არიან, ვინც მსოფლიოში მე-9 ყველაზე მაღალი მწვერვალი ნანგა-პარაბატი დალაშქრეს.

მთასვლელთა ფედერაციის ოფიციალურ Facebook გვერდზე ვკითხულობთ, რომ პაკისტანში, ყარაყორუმის მთათა სისტემის მწვერვალ ნანგა-პარბატზე აღნიშნული ექსპედიცია თვეზე მეტია მიმდინარეობს. ნანგა-პარბატის მწვერვალი 8 126 მეტრია და ტექნიკურად რთული, თოვლიანი ფერდებით გამოირჩევა.

"ექსპედიციის მონაწილეები, საქართველოს ნაკრების წევრები არჩილ ბადრიაშვილი და გიორგი ტეფნაძე პირველი ქართველები არიან, ვინც ფეხი დადგეს ამ უდიდეს მთაზე! 

ექსპედიცია არც ისე მარტივი აღმოჩნდა, კლიმატური პირობების გამო. წელს დიდი ოდენობით თოვლი მოვიდა, რამაც საგრძნობლად გაართულა და ხიფათი შესძინა მთაზე გადაადგილებას. ბიჭებს მოუწიათ დიდი და მძიმე დღეები, თოკების დაკიდება, ბილიკების თავიდან გაკვალვა და რაც ყველაზე დამღლელია, ლოდინი მანამ, სანამ ამინდი შესაძლებლობას მისცემდათ გზა გაერძელებინათ!" - ვკითხულობთ საქართველოს მთასვლელთა გაერთიანებული ფედერაციის Facebook გვერდზე.

მე-20 საუკუნეში ნანგა-პარბატის დალაშქვრას არაერთი მთასვლელის სიცოცხლე შეეწირა, რის გამოც მას "მკვლელი მთა" შეარქვეს.

კომენტარები