ტოჩინოშინის ძეგლი ტოკიოში

ტოჩინოშინი იაპონიაში რაგბის მსოფლიო ჩემპიონატზე კეთილი ნების ელჩი იქნება

20 სექტემბრიდან 2 ნოემბრის ჩათვლით, იაპონიაში რაგბის მსოფლიო ჩემპიონატი ჩატარდება. აღნიშნულ ტურნირზე კეთილი ნების ელჩადაა მიწვეული ქართველი სუმოტორი ლევან გორგაძე, იგივე ტოჩინოშინი.

ამასთან დაკავშირებით, დაახლოებით 2 კვირის წინ, ტოკიოს ცენტრში, ტოჩინოშინს ძეგლი დაუდგეს. ქართველ ფალავანს ხელში რაგბის ბურთი უჭირავს. გორგაძე ძეგლის გახსნას არ დასწრებია, რადგან იმ დროს, სამშობლოში იმყოფებოდა.

კომენტარები