ავსტრია

ავსტრიის ელჩი თბილისიდან ვენაში მანქანით ჩავიდა

ავსტრიის ელჩი არად ბენკო თბილისიდან ვენაში მანქანით ჩავიდა. ამისთვის მას 5 დღე დასჭირდა.

თბილისიდან ვენაში ჩასასვლელად ავსტრიის ელჩმა ორი ზღვა და ექვსი ქალაქი "გადალახა". არად ბენკო თბილისიდან ბათუმში ჩავიდა, იქიდან კი, თურქეთის, ბულგარეთის, სერბეთისა და უნგრეთის გავლით - ავსტრიაში.

"ორი ზღვა, ექვსი დედაქალაქი და ექვსი ვალუტა. ყველა ევროპაშია" - დაწერა ელჩმა Twitter-ზე.

კომენტარები