არა ოკუპაციას

"არა ოკუპაციას, არა დაუნდობლობას" - თამრიკო ჭოხონელიძე "საქართველო ლამაზო"-ს იმღერებს

პარლამენტთან ანტისაოკუპაციო აქციაზე მომღერალი თამრიკო ჭოხონელიძე იმყოფება. აქცია-კონცერტზე ის "საქართველო ლამაზო"-ს შეასრულებს.

"ირველი დღე არ არის, რაც აქ ვდგავარ, პირველ დღესვე ვიყავი აქ და საშინელი განცდა დამეუფლა. შემრცხვა, საკუთარი თავისაც შემრცხვა, ცოტა ხნით ქართველობისაც შემრცხვა, მაპატიოს ყველამ, მაგრამ იმ თითოეული ქართველის გამო შემრცხვა, თუნდაც აქ რომ იყვნენ და ბედნიერი სახით უპირისპირდებოდენ და უმიზნებდნენ თავიანთ სისხლს და ხორცს.

პარალელურად მქონდა ძალიან დიდი სიამაყის განცდა, რომ დიახ, "არა ოკუპაციას", ამისთვის იდგა აქ უამრავი ადამიანი, ათასობით ღირსეული ქართველი იდგა, ვერაფრით ვერ გავიგე, როგორ შეიძლება, ასეთ დროს ვიღაცას გაუჩნდეს საპირისპირო აზრი. 

მე როცა ვდგავარ იმ საშინელი მოვლენის წინაშე, რასაც ჰქვია ოკუპანტი, რომელიც დამისკუპდა იმ სკამზე, რომელმაც 20% წამართვა ჩემი ტერიტორიის და რომელმაც უბრალოდ ამ საქციელით გვირგვინი დაადგა ყველაფერს, საშინელი რაღაც ჩაიდინა, შეურაცხყოფა მომაყენა როფორც ქართველს, აბა სად ვიქნებოდი, მითხარით?

დღესაც ამიტომ ვდგავარ, არა ოკუპაციას. მაგრამ მე ამას ყოველთვის ვიტყვი, სამარცხვონო მეორე ნაწილი აქვს ჩემს დღევანდელ პროტესტს, ეს არის, არა დაუნდობლობას, ისეთი რამე ვნახე ამ დღეების მანძილზე - როგორ არ დაინდეს ქართველები ქართველებმა, არ ვიცი, რა აქვთ სალაპარაკო" - თქვა ჭოხონელიძემ TV პირველთან.

კომენტარები