20 ივნისის აქცია

მაკა ჩიჩუამ და უშიშროების საბჭოს ყოფილმა მდივანმა ანტისაოკუპაციო აქციაზე იმღერეს (Video)

ყოფილმა პირველმა ლედიმ მაკა ჩიჩუამ და უშიშროების საბჭოს ყოფილმა მდივანმა დავით რაქვიაშვილმა პარლამენტთან მიმდინარე ანტისაოკუპაციო აქციაზე იმღერეს. სიმღერა "არასდროს“ 20-21 ივნისის აქციის დაშლას ეძღვნება.

15 დღეა, პარლამენტთან აქციები იმართება. დემონსტრანტები შს მინისტრისგან მოითხოვენ, აქციის დაშლაზე პასუხისმგებლობა აიღოს და გადადგეს.

კომენტარები