აქცია პარლამენტთან

ანტისაოკუპაციო აქციაზე დავით შუღლიაშვილმა დედის, ინოლა გურგულიას სიმღერები შეასრულა (VIDEO)

0 კომენტარი

პარლამენტთან მიმდინარე ანტისაოკუპაციო აქცია-კონცერტზე მუსიკოსმა დავით შუღლიაშვილმა დედის, ინოლა გურგულიას სიმღერები - "ნეტავ რად გიკვირს" და "ოდელია დელა" შეასრულა.

"ჩემი სახელი და გვარი ალბათ არაფერს გეუბნებათ, მაგრამ არ დავმალავ, ახლა უნდა ვიმღერო დედაჩემის სიმღერა, ინოლა გურგულიას სიმღერა" - თქვა დავით შუღლიაშვილმა, რასაც დემონსტრანტების მხრიდან ტაში და ოვაციები მოჰყვა.

მუსიკოსის თქმით, "მე ეს დღეები აქ დავდივარ, ყოველდღე ვერა, რამდენადაც ვახერხებ. ვხედავ სხვდასხვა თაობის ხალხს და ვხედავ ბავშვებს, მათ შორის, რომლებიც სიმართლისთვის არიან გამოსულები, საქართველოს თავისუფლებისთვის, ადამიანების უფლებებისთვის".

5 საათია, პარლამენტთან მუსიკოსები შეკრებილ მოქალაქეებთან ერთად ოკუპაციასა და უსამართლობას აპროტესტებენ. რუსთაველის გამზირზე 15 დღეა, მიმდინარეობს აქციები - დემონსტრანტები შს მინისტრისგან ითხოვენ, 20-21 ივნისის ანტისაოკუპაციო აქციის ძალადობრივი დაშლის გამო აიღოს პასუხისმგებლობა და გადადგეს.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

VIDEO: რუსი ჟურნალისტი, ალეკსანდრ ნევზოროვი განდაგანას ფონზე მაისურს GEORGIA-ს აწერს

კომენტარები