თბილისის მეტრო

ვარკეთილის მეტროსადგური დაახლოებით 20 წუთის განმავლობაში არ მუშაობდა

თბილისის მერია

ვარკეთილის მეტროსადგური დღეს დილით, დაახლოებით 20 წუთის განმავლობაში არ მუშაობდა. ამ პერიოდში, მგზავრებს მეტროში არ უშვებდნენ.

თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში ტაბულას უთხრეს, რომ მიზეზი ტექნიკური შეფერხებაა, თუმცა უწყებაში არ აკონკრეტებენ ზუსტად რა იგულისხმება ტექნიკურ შეფერხებაში. პრესსამსახურის თქმით, ამ საკითხს სპეციალისტები სწავლობენ.

შეფერხების პერიოდში მატარებელი მხოლოდ მეტროსადგურ სამგორამდე მიდიოდა.

სატრანსპორტო კომპანიის ინფორმაციითვე, მეტროსადგურ ვარკეთილში შეფერხება 09:12-ზე დაფიქსირდა და 09:30-დან მგზავრების ტერიტორიაზე შეშვება უკვე დაიწყეს.

ამ დროისთვის მეტროსადგურ ვარკეთილის მუშაობა აღდგენილია.

ცნობისთვის, ბოლო რამდენიმე თვის მანძილზე, მეტროს შეფერხების ფაქტები გახშირდა. თბილისის მერის თქმით, 1 ივლისიდან იწყებენ მეტროს ძალოვანი კაბელის სრულად შეცვლას. სარეაბილიტაციო სამუშაოების მიზეზით, მეტრო ერთი წლის განმავლობაში, ერთი საათით ადრე, 23:00-ზე დაასრულებს მუშაობას.

კომენტარები