აზიური ფაროსანა

სურსათის ეროვნული სააგენტო: აზიური ფაროსანას რაოდენობა მნიშვნელოვნად შემცირდა

USDA

სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ფაროსანას რაოდენობა წელს მნიშვნელოვნად შემცირებულია. უწყებაში აღნიშნავენ, რომ ამას ამბობს მოსახლეობა, რომელსაც მონიტორინგის მიზნით ხვდებიან.

"მავნებელთან ბრძოლის პროცესი სახელმწიფო პროგრამით დადგენილი გეგმის შესაბამისად მიმდინარეობს. სოფლების ტერიტორიები თერმული ნისლის ტექნოლოგიით, საყანე ფართობები კი ცივი შესხურებით მუშავდება, ტყისპირა პერიმეტრებზე მონტაჟდება "მოიზიდე და გაანადგურე" სადგურები, მონიტორინგის მიზნით მიმდინარეობს ფერომონების განთავსება. დასავლეთ საქართველოს ყველა რეგიონში მობილიზებულია და მუშაობს სპეციალიზებული ტექნიკა", - ამბობენ სურსათის ეროვნულ სააგენტოში.

მათივე ინფორმაციით, ფუტკრის დაცვის მიზნით, ღონისძიებები მეფუტკრე ფერმერებთან კოორდინირებულად იგეგმება.

ამასთან, უწყებაში აღნიშნავენ, რომ შექმნილია მოსახლეობის ინფორმირების სისტემა - parosana.ge

კომენტარები