მიწისძვრა

კალიფორნიის შტატის სამხრეთ ნაწილში 6.4 მაგნიტუდის მიწისძვრა დაფიქსირდა

Getty Images

აშშ-ის კალიფორნიის შტატის სამხრეთ ნაწილში მძლავრი, 6.4 მაგნიტუდის მიწისძვრა დაფიქსირდა. ეპიცენტრი ლოს ანჯელესიდან 240 კილომეტრში მდებარე ქალაქ რიჯკრესტთან იყო.

მიწისძვრის შედეგად დაიზანდა სახლები. ეპიცენტრთან გაჩენილ ხანძარს ამ დრომდე ებრძვიან.

მიწისძვრას განმეორებითი ბიძგებიც მოჰყვა. მსუბუქად დაშავდა რამდენიმე ადამიანი.

ადგილობრივი ხელისუფლების თქმით მიწისძვრის გამო ცუნამის საშიშროება არ არის.

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა საკუთარ ტვიტერზე დაწერა, რომ სიტუაცია კონტროლის ქვეშაა.

კომენტარები