მიხეილ ბატიაშვილი

მინისტრი გიორგაძის გადადგომაზე: პატივი უნდა ვცეთ მის გადაწყვეტილებას

0 კომენტარი
ფოტო: განათლების სამინისტრო

განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მისი პირველი მოადგილის გადადგომას ეხმაურება. მიხეილ ბატიაშვილის თქმით, მიხეილ გიორგაძე გუნდის წევრად რჩება და "პატივი უნდა ვცეთ მის გადაწყვეტილებას".

"მიშა გიორგაძემ დატოვა პირველი მოადგილის პოსტი და პატივი უნდა ვცეთ მის გადაწყვეტილებას, ის რჩება ჩვენი გუნდის წევრად და დარწმუნებული ვარ, ბევრ კარგ საქმეს გააკეთებს კერძო სექტორში, წარმატებებს ვუსურვებ მას. რაც შეეხება კულტურის მიმართულებას, - მე ვფიქრობ, რომ საჭიროა რეფორმები, ახალი საერთაშორისო და ადგილობრივი პროექტები, დაინტერესებული მხარეების მეტი ჩართულობა, პრობლემების პროაქტიური გადაწყვეტა. ეს ყველაფერი მოითხოვს ახლებურ მიდგომებს და ჩვენ ამას გავაკეთებთ", - უთხრა ჟურნალისტებს მინისტრმა.

მიხეილ გიორგაძემ თანამდებობა დღეს დატოვა. მან ამის შესახებ ფეისბუქზე დაწერა და აღნიშნა, რომ კერძო სექტორში ბრუნდება. მისივე თქმით, სადაც არ უნდა იყოს, რჩება გუნდის ერთგულ წევრად.

მიხეილ გიორგაძე 2014 წლიდან კულტურის სამინისტროს ხელმძღვანელობდა. მას შემდეგ, რაც სამინისტრო გაუქმდა და განათლების სამინისტროს შეუერთდა, ის განათლების მინისტრის პირველი მოადგილის პოსტს იკავებს.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს: მაღალტემპერატურულ ღუმელში 55 მლნ ლარის ღირებულების ნარკოტიკი გავანადგურეთ (VIDEO)

კომენტარები