მწერალთა სახლი

ახლი სტენსილი ქალაქში: დავით სარაჯიშვილი მწერალთა სახლს ტოვებს

0 კომენტარი
"სარაჯიშვილი მწერალთა სახლს ტოვებს" ფოტო: გიორგი გაგოშიძე

დავით სარაჯიშვილის სახელობის მწერალთა სახლის შესასვლელთან ახალი სტენსილი გაჩნდა: დავით სარაჯიშვილი მწერალთა სახლს ტოვებს.

ცნობილი მეცენატს ხელში ჩემოდანი უჭირავს და სახლიდან გადის. სტენსილის ავტორი ქუჩის მხატვარი - გიორგი გაგოშიძეა.

სტენსილი მწერალთა სახლის ირგვლივ ბოლო დროს მიმდინარე პროცესებს უკავშირდება. სახლმა სახელმწიფოსა და კულტურის სამინისტროს ბოიკოტი მას შემდეგ გამოუცხადა, რაც “მართვის გაუმჯობესების“ მიზნით კულტურის მინისტრმა, მიხეილ ბატიაშვილმა, წიგნის ეროვნული ცენტრი და მწერალთა სახლი გააერთიანა. მათ უფლებამონაცვლედ ქართული ლიტერატურის ეროვნული ფონდი გამოცხადდა.

მწერლებმა მწერალთა სახლის აღდგენის მოთხოვნით პეტიცია შექმნეს და სახელმწიფოს მოუწოდეს, შეეჩერებინათ რეორგანიზაცია და მიეცათ მწერლებითვის, ლიტერატორებისა და გამომცემლებისთვის საკონსულტაციო პროცესში ჩართვის საშუალება: "დაუშვებლად მიგვაჩნია დიდი მეცენატისა და საზოგადო მოღვაწის, დავით სარაჯიშვილის მუზეუმის გაუქმება მისსავე სახლში!"

მწერალთა სახლი ქართველი მეცენატისა და მეწარმის, დავით სარაჯიშვილის დავალებით 1903-05 წლებში აშენდა. შენობა ივანე მაჩაბლის N13-ში მდებარეობს. 1921 წლიდან აქ "დამოუკიდებელ ხელოვანთა კავშირი", ხოლო მოგვიანებით საბჭოთა საქართველოს "მწერალთა კავშირი" განთავსდა. 2014 წელს შენობას სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩაუტარდა, რომელსაც საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო ხელმძღვანელობდა.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ლაშა ბუღაძე

კომენტარები