კუბოები

გლდანის გამგეობა სოციალურად დაუცველებისა და "შეჭირვებულებისთვის" 98 კუბოს ყიდულობს

გლდანის რაიონის გამგეობა სოციალურად დაუცველი, ასევე სოციალურად დაუცველი სტატუსის არმქონე შეჭირვებული და უზედამხედველო მიცვალებულთა დაკრძალვისთვის, კუბოებს და სუდარებს ყიდულობს. ტენდერში გამარჯვებული კომპანია უკვე გამოვლინდა და მიმდინარეობს ხელშეკრულების მომზადება. 98 კუბოსა და 96 სუდარაში გამგეობა 15 502 ლარს გადაიხდის.

"ჩასასვენებელი, დამზადებული წიფლის ხის მასალისგან, შეღებილი ლაქით, გამოკრული სარჩულით, სუდარით (ტრადიციული), ტრანსპორტირებით, შემდეგი სავარაუდო ოდენობით:
1. მოზრდილი (7 წლიდან ზემოთ) – 93 ერთ.
2. ახალშობილი (1 წლამდე) – 2 ერთ.
3. ბავშვი (1 წლიდან 7 წლამდე) – 3 ერთ.
4. სუდარა სტანდარტული - 96 ერთ" - წერია დოკუმენტაციაში.

კომპანიამ გლდანის გამგეობას ჩასასვენებლები და სუდარები 2019 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით, ეტაპობრივად უნდა მიაწოდოს.

კომენტარები