ხატია ბუნიათიშვილი

ბუნიათიშვილმა ცნობილი ფრანგი მსახიობი და წამყვანი ქართულად ააცეკვა და გალენთან სულიკო იმღერა

ხატია ბუნიათიშვილი
The National

ცნობილმა ქართველმა პიანისტმა ხატია ბუნიათიშვილმა საფრანგეთის ნაციონალური ტელევიზიის France 2 პირდაპირ ეთერში ცნობილი ფრანგი მსახიობი გიომ გალენი და ფრანგი ტელეწამყვანი ანა-სოფი ლაპიქსი ქართულად ააცეკვა, რის შემდეგაც გიომ გალენთან ერთად სიმღერა სულიკოც იმღერა.

"ხატიამ, ექსპრომტად, პირდაპირ ეთერში ქართულად ააცეკვა 5 ცეზარის მფლობელი მსახიობი გიომ გალიენი და ცნობილი ფრანგი ტელეწამყვანი ანა-სოფი ლაპიქსი და გიომთან ერთად სულიკოც კი იმღერა." - წერს ხატია ბუნიათიშვილის და გვანცა ბუნიათიშვილი თავის Facebook გვერდზე.

კომენტარები