მიწისძვრა

კალიფორნიაში 7.1 მაგნიტუდის მიწისვრა დაფისირდა

კალიფორნიის შტატის სამხრეთ ნაწილში 7.1 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა. სპეციალისტები ამბობენ, რომ ამ სიმძლავრის რყევები ბოლო 20 წელიწადში არ ყოფილა.

მიწისძვრის ეპიცენტრი ლოს-ანჯელესიდან დაახლოებით 240 კილომეტრში იყო.

ლოს-ანჯელესის სახანძრო განყოფილების ინფორმაციით, მიწისძვრის შედეგად არავინ დაღუპულა. არის ინფორმაცია დაშავებულების, ასევე ხანძრების შესახებ.

შეგახსენებთ, რომ იმავე ტერიტორიაზე 6.4 მაგნიტუდის მიწისძვრა იყო 4 ივლისსაც. სეისმოლოგები არ გამორიცხავენ, რომ რყევები კვლავ გაგრძელდეს.

კომენტარები