ბაბილონი

ბაბილონი UNESCO-ს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში შეიყვანეს

REUTERS

UNESCO-მ ანტიკური მესოპოტამიური ქალაქი ბაბილონი მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში შეიყვანა. ამის შესახებ შეთანხმებას ხელი აზერბაიჯანში მოეწერა.

"ანტიკური სამყაროს ერთერთი ყველაზე გავლენიანი იმპერიის უნიკალური მაგალითი," - აღნიშნეს გაეროში.

ერაყი 1983 წლიდან ლობირებდა ბაბილონის გაეროს პრესტიჟულ სიაში მოსახვედრად. 

4300 წლის ქალაქი ცნობილია დაკიდული ბაღებით, რაც მსოფლიოს შვიდ საოცრებათაგან ერთერთია

ბაბილონის, იგივე "ღმერთების კარიბჭის" ნანგრევები ერაყში, ქალაქ ჰილის მახლობლად მდებარეობს.

კომენტარები