სლოვენია

სლოვენიაში მელანია ტრამპის ხისგან გამოთლილი ძეგლი გამოჩნდა [ფოტოები]

0 კომენტარი

სლოვენიის პატარა ქალაქ სევნიცასთან, სადაც აშშ-ის პირველი ლედი, მელანია ტრამპი დაიბადა, ხისგან გამოთლილი ძეგლი გაჩნდა. ძეგლს ისეთივე ცისფერი კაბა აქვს, როგორიც მელანია ტრამპს დონალდ ტრამპის ინაუგურაციის ცერემონიაზე ეცვა.

ის ამერიკელმა არტისტმა, ბრედ დაუნიმ ადგილობრივ არტისტს, ალეს ზუპევიჩს (ცნობილი როგორც მაქსი) შეუკვეთა, რომელიც ფიგურებს ხერხით თლის. დაუნის მიერ გადაღებულ ფილმში მაქსი ყვება, რომ ის და მელანია ტრამპი ერთ წელსა და ერთ თვეს ერთ საავადმყოფოში დაიბადნენ, თუმცა მათი ცხოვრება სრულიად განსხვავებულად წარიმართა. მაქსიმ იმედი გამოთქვა, რომ პირველი ლედი მის შემოქმედებას ნახავს და მოეწონება.

მიუხედავად ამისა, ძეგლმა უკმაყოფილება გამოიწვია ადგილობრივი მაცხოვრებლების ნაწილში.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს: მაღალტემპერატურულ ღუმელში 55 მლნ ლარის ღირებულების ნარკოტიკი გავანადგურეთ (VIDEO)

კომენტარები