ავტოსაგზაო შემთხვევა

რუისთან ავარიის შედეგად 3 ადამიანი დაიღუპა, 5 დაშავდა

flickr

რუისთან ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 3 ადამიანი დაიღუპა, 8 დაშავდა. ყველა მათგანი სომხეთის მოქალაქეა. გარდაცვლილებს შორის არასრულწლოვნებიც არიან.

არსებული ინფორმაციით, "მერსედესის" მარკის ავტომობილში 8 ადამიანი იმყოფებოდა, რომლის მძღოლმა დაკარგა საჭის კონტროლი, გადავიდა გზის სავალი ნაწილიდან და მანქანას ცეცხლი გაუჩნდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროში ტაბულას უთხრეს, რომ შემთხვევის ადგილზე პოლიციის გარდა, სახანძრო ეკიპაჟებიც იყვნენ.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-8 პუნქტით დაიწყო, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

კომენტარები