რუსული ოკუპაცია

რუსეთი აშშ-ს ელჩს: უსამართლო, არაპროპორციული ზომების მსხვერპლი ბევრი ქვეყანა აშშ-სგან გახდა

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო
РИА

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს პასუხობს. ელიზაბეთ რუდმა 20 ივნისის შემდეგ თქვა, რომ რუსეთის ქმედებები უსამართლო, არასაჭირო და არაპროპორციულია.

რუსეთის საგარეო უწყებაში ამბობენ, რომ უსამართლო, არასაჭირო და არაპროპორციული ზომების მსხვერპლი ბევრი ქვეყანა ამერიკის მხრიდან გახდა.

"გვსურს შევახსენოთ ქალბატონ რუდს იმის შესახებ, თუ რა არის "უსამართლო, არასაჭირო და არაპროპორციული ზომები". აშშ-ის ასეთი პოლიტიკის მსხვერპლი მთელი რიგი ქვეყნები გახდნენ, რომლებიც დამოუკიდებელ საგარეო პოლიტიკას აწარმოებენ. მინიმუმ 1974 წლიდან დღემდე არ ყოფილა არც ერთი დღე, როცა ჩვენი ქვეყნის მიმართ არ მოქმედებდა ამერიკის რომელიმე სანქცია. აშკარაა, რომ თითქმის ნახევარი წლის განმავლობაში აშშ-ს ისტებლიშმენტის მხრიდან რუსეთი განიხილება როგორც არამეგობრული სახელმწიფო", - წერს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო.

ამასთან, უწყების ფეისბუქ გვერდზე ჩამოთვლილია ამერიკული სანქციების ჩამონათვალი და მითითებულია, რომ ამის შესახებ საქართველოში აშშ-ს ელჩს, ელიზაბეთ რუდს ახსენებენ.

კომენტარები