გურამ ფალავანდიშვილი

ფალავანდიშვილი ღირსების მარშის მოწინააღმდეგეებს დღეს 7 საათზე ვაკის პარკში იბარებს

სიძულვილის ჯგუფების ერთერთი ორგანიზატორი გურამ ფალავანდიშვილი თბილისი პრაიდის მიერ ხვალ დაანონსებული ღირსების მარშის მოწინააღმდეგეებს დღეს, 7 საათზე ვაკის პარკში იბარებს. ამის შესახებ მან საკუთარ ფეისბუქ გვერდზე დაწერა.

"8 ივლისს, დილის 10 საათიდან ვერის პარკში ვიკრიბებით დაანონსებული ლგბტ პრაიდის ჩასაშლელად. რადგან საათი და ადგილი არ არის ცნობილი, ვფიქრობთ, ვერის პარკი ოპტიმალური ადგილია შესაკრებად, ვერის პარკიდან ქალაქის ყველა ძირითადი ლოკაცია 2 ნაბიჯშია." დაწერა მან.

შეგახსენებთ, რომ თბილისი პრაიდის ორგანიზატორებმა დღეს გამოაცხადეს, რომ ღირსების მარში ხვალ გაიმართება. ზუსტი დრო და ლოკაცია ჯერ-ჯერობით უცნობია.

კომენტარები