სირცხვილია 18.0

სირცხვილია 18.0 - მომიტინგეებს მწერლებმა მიმართეს, აქცია ხვალ განახლდება

პაატა შამუგია
თავისუფლებისთვის / Facebook

რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ აქცია სირცხვილია 18.0 გაიმართა. აქციაზე შეკრებილ მომიტინგეებს მწერლებმა მიმართეს, მათ შორის რატი ამაღლობელმა, პაატა შამუგიამ, კოტე ყუბანეიშვილმა, ნესტან ნენე კვინიკაძემ და ალეკო დარჩიაშვილმა, ტორესა მოსიმ, ლაშა ბაქრაძემ და ზაზა კოშკაძემ.

შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი გახარიას გადადგომის მოთხოვნით აქცია ხვალ, 8 ივლისს 19:00-ზე განახლდება. ორგანიზატორთა თქმით იგეგმება ფოტოგამოფენა, რომელიც 9 აპრილის, 7 ნოემბრის, 26 მაისის და 20 ივნისის მოვლენებს ასახავს.

კომენტარები