რუსეთ-საქართველოს ურთიერთობა

საგარეო: გაბუნიას გამონათქვამები რუსეთთან ურთიერთობების კიდევ უფრო დაძაბვას ემსახურება

kvira.ge

"ცხადია, რომ ადგილი აქვს მიზანმიმართულ ქმედებას ქვეყანაში დესტაბილიზაციის განცდის დამკვიდრების მიზნით" - ასე ეხმაურება საქართველოს საგარეო უწყება რუსთავი 2-ის წამყვანის გიორგი გაბუნიას მიერ ვლადიმირ პუტინის გუნებას.

"მკაცრად ვგმობთ ტელეკომპანია „რუსთავი 2“ -ის მხრიდან გამოყენებულ გამონათქვამებს, რომელსაც არაფერი აქვს საერთო სიტყვის თავისუფლებასთან და წარმოადგენს სუფთა წყლის პროვოკაციას, რომელიც მიმართულია საქართველო-რუსეთის ურთიერთობებში არსებული ისედაც რთული ვითარების კიდევ უფრო დაძაბვისაკენ.

მოვუწოდებთ საერთაშორისო საზოგადოებას და პრესის თავისუფლების საკითხებზე მომუშავე ყველა საერთაშორისო ორგანიზაციას, სათანადო შეფასება მისცეს ტელეკომპანიის და კონკრეტულად ამ ჟურნალისტის საქციელს, რომელმაც უხეშად უგულველყო საერთაშორისო პროფესიული ნორმები და სტანდარტები.

ცხადია, რომ ადგილი აქვს მიზანმიმართულ ქმედებას ქვეყანაში დესტაბილიზაციის განცდის დამკვიდრების მიზნით , იმ ფონზე, როდესაც საქართველოს ხელისუფლება ქვეყნის ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე, ცდილობს დაძაბულობის დეესკალაციას" - ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

გადაცემა, რომელშიც გიორგი გაბუნის რუსეთის პრეზიდენტს აგინებს, რუსთავი 2-ის ეთერში დღეს გავიდა. ამის შემდეგ არხის დირექტორმა, ნიკა გვარამიამ სოციალურ ქსელში გაავრცელა ვიდეომიმართვა და თქვა, რომ გიორგი გაბუნიას საქციელს ემიჯნება.

კომენტარები