აქცია პარლამენტთან

აქცია "სირცხვილიას" ერთ-ერთ ორგანიზატორს პოლიცია პარლამენტის წინ სცენასთან არ უშვებდა

ტაბულა

აქცია "სირცხვილიას" ერთ-ერთი ორგანიზატორ გიორგი მჟავანაძეს პოლიცია პარლამენტის წინ სცენასთან რამდენიმე წუთის განმავლობაში არ უშვებდა.

პოლიციის თქმით, ისინი უსაფრთხოებას იცავდნენ. 

პარლამენტის მიმდებარე ტერიტორია პრორუსულმა ექსტრემისტულმა დაჯგუფებებმა დღეს დილიდან დაიკავეს. დეკანოზი დავით ისაკაძე ტერიტორიის ბანერებისგან გასუფთავებას ითხოვს და აცხადებს, რომ სამოქალაქო აქტივისტებს ანტისაოკუპაციო აქციებს აღარ ჩაატარებინებს. ისინი პარლამენტთან მას შემდეგ მივიდნენ, რაც გაიგეს, რომ დღეს დაგეგმილი ღირსების მარში გაუქმდა.

ცნობისთვის, ორ კვირაზე მეტია, 20 ივნისის აქციის დარბევის შემდეგ, პარლამენტთან შს მინისტრის გიორგი გახარიას გადადგომის მოთხოვნით აქციები იმართება. გეგმის მიხედვით, "სირცხვილია" დღეს, 19:00-ზე უნდა განახლდეს.

კომენტარები