პარლამენტის მიმდებარე ტერიტორია პრორუსულმა ექსტრემისტულმა დაჯგუფებამ, მართლმადიდებელ მშობელთა კავშირმა დაიკავა. დავით ისაკაძე ტერიტორიის ბანერებისგან გასუფთავებას ითხოვს და აცხადებს, რომ სამოქალაქო აქტივისტებს ანტისაოკუპაციო აქციებს აღარ ჩაატარებინებს. რუსთაველის გამზირზე მათ შეკრებას ქართული მარში და ლევან ვასაძის ძალადობრივი დაჯგუფება უერთდება.
პრორუსი ბიზნესმენი და სიძულვილის ჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი, ლევან ვასაძე ტერიტორიაზე ქამრით და კომბალ-ჯვრით იმყოფება. მას ქამარი ხელზე აქვს შემოხვეული.
ცნობისთვის, ორ კვირაზე მეტია, 20 ივნისის აქციის დარბევის შემდეგ, პარლამენტთან შს მინისტრის გიორგი გახარიას გადადგომის მოთხოვნით აქციები იმართება. გეგმის მიხედვით, "სირცხვილია" დღეს, 19:00-ზე უნდა განახლდეს.